ხაჭაპური, სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ეს არის ყველიანი პური.
ქართული ხაჭაპურის მრავალნაირი სახეობა მიგვანიშნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადათ-წესებს და კულტურაზე.
პროექტში ,,ხაჭაპური", მონაწილე მასწავლებლები: შრომისა და ბიოლიგიის მასწავლებელი მანია წაქაძე, მათემატიკის მასწავლებლები ნანა ტლაშაძე და დალი ჩიტაშვილი, აგვისტოს ომის დროს შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მესხეთში, ახალციხის რაიონ სოფელ ვალეში ერთ-ერთ ოჯახში (სარიშვილი მაყვალა და პეტრე). ოჯახის ხანდაზმული დიასახლისი სტუმრებს ხშირად გვმასპინძლობდა მესხური ''ჩალმა" ხაჭაპურით, რომელმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც გარეგნული იერ-სახით ასევე გემოვნებით. ჩვენ დავინტერესდით ''ჩალმა" ხაჭაპურის ისტორიული წარმოშობით და მომზადების წესით. ხანდაზმულმა დიასახლისმა გაგვაცნო ამ ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია.
"ჩალმა" ხაჭაპურის ისტორია მოდის საქართველოს ძირ-ძველი კუთხის მესხეთის ისტორიიდან. თათრების შემოსევების შედეგად სოფელ ვალეში ქართველი ოჯახების გვერდით ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში ჩასახლებული თათრები. მათ შორის იყო კეთილ-მეზობლური ურთიერთობა. ქართველებმა ერთ-ერთ ხაჭაპურს, რომელიც მომზადების დროს წააგავს "თათრულ ქუდს" უწოდეს "ჩალმა ხაჭაპური"
გთავაზობთ ამ ხაჭაპურის რეცეპტს:
ფქვილი-1კგ.
წყალი - 1ლ.
ყველი - 2კგ.
ცხიმი - ღირის ქონი200 გრ. ან მარგარინი "უსტამი" 200გრ.
კვერცხი - 2 ც.
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
მოვზილოთ ძალიან მაგარი ცომი. გავყოთ ოთხ გუნდადა და გავაჩეროთ 20წთ. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ ფეხშუმზე (სპეციალური მრგვალი მაგიდა) უხლავით (გასაბრტყელებელი ჯოხი) წრის ფორმით (*სმ. დიამეტრით) ტაფაში გამდნარი ღორის ქონი (მარგარინი) მოვასხათ მთელ სიბრტყეზე თხელ ფენად (50გ ოდენობით) გაშლილი და ცხიმმოსხმული ცომი ავახვიოთ ერთი მხრიდან რულეტივით.
ახვეული ცომის ერთ ბოლოს ვიჭერთ მარცხენა ხელში და მარჯვენა ხელით ვიხვევთ ხელზე ცომს ბოლომდე, რომელსაც მიეცემა ჩალმის ფორმა. ასე ვიმეორებთ ყველა გუნდაზე და ვასვენებთ გუნდებს 20-20წთ-ით.
შემდეგ დახვეულ გუნდებს ჯამივით ამოვაღრმავებთ, შიგ მოვათავსებთ წინასწარ მომზადებულ გაწურულ, ოდნავ მარილიან ყველს და მოვუკრავ პირს.
გამოცხობის წინ თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ წრის ფორმა (* სმ-ის დიამეტრით). წავუსვათ ზევიდან კვერცხის გული და გამოვაცხოთ ფურნეში (აირღუმელში)
გამომცხვარი "ჩალმა" ხაჭაპური რომელიც შეხედულებით არის ძლიან ლამაზი, მიმზიდველი და მადისაღმძვრელი შეგიძლია დავჭრათ ჩვენი სურვილისამებრ რამდენიმე ნაწილად (სექტორად) შემდეგ კი დავაგემოვნოთ სიამოვნებით ხელით ან დანა-ჩანგლით.
გირჩევთ თქვეც გასინჯოთ არ ინანებთ.
მას შემდეგ რაც სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში სხვა პედაგოგებთან ერთად გავეცანით gearn ქართულ პროექტს "ხაჭაპური", ზემოთ აღნიშნულმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ მესხეთში, სოფელ ვალეში დაგემოვნებული " ჩალმა" ხაჭაპურის რეცეპტის მიხედვით მოგვემზადებინა ხაჭაპური და გაგვეცნო ხაჭაპურის მოყვარულთათვის. დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად, ზემოთ აღნიშნულ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, გაკვეთილების შემდეგ, მოსწავლეების მონდომებით, მშობელთა დახმარებით და შრომის მასწავლებლის ,მანია წაქაძის ხელმძღვანელობით შევუდექით აღნიშნული ხაჭაპურის გამოცხობას.
გამოცხობის პროცესი იყო საინტერესო ყველასათვის. მასწავლებლებმა მოსწავლეებს გაახსენეს მესხეთის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა და კულტურა. მათემატიკის მასწავლებლებმა ყურადღება გაამახვილეს თუ რა გეომეტრიულ ფორმებს ღებულობდა ცომი მომზადების სხვადსხვა პროცესში და შემდეგ: (წრე, ბირთვი, წრფე, მრუდი წირი, სექტორი, დიამეტრი, რადიუსი, ცენტრალური კუთხე და მისი გრადუსული ზომა. რკალი)
შრომის მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა სანიტარულ ჰიგიენური და უსაფრთხოების დაცვის წესები სამზარეულოში საქმიანობის დროს.
პროექტზე მუშაობა იყო ძლიან საინტერესო.
вторник, 24 марта 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)